Friday, June 22, 2018

მეორე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეორე დღეს გავიმეორეთ პირველ დღეს ნასწავლი მასალა. შემდეგ გავეცანით პროექტების ნიმუშებს და  შაბლონებში, ნიმუშის მიხედვით, შევქმენით ჩვენი პროექტის ბუკლეტები. ტრენინგი საინტერესო იყო იმიტომ რომ პირველად ვისწავლე ბუკლეტების შექმნა, რომელსაც შემდგომში აქტიურად გამოვიყენებ პროექტებით სწავლების დროს.

Wednesday, June 20, 2018

პირველი დღის რეფლექსია

    20 ივნისს ჩაგვიტარდა "პროექტებით სწავლების" ტრენინგი. ტრენინგზე გავიხსენეთ ბლოგის შექმნა. გავხსენით ახალი ბლოგი. რომლის სახელიც არის "პროექტებით სწავლება". შემდეგ  გავიხსენეთ ლინკის ჩასმა. D -დისკზე შევქმენით ფაილი–"პროექტებით სწავლება", შევქმენით ჩვენი პორტფოლიო და პორტფოლიოში კიდევ 6 ფაილი. შევედით tpdc.ge  საიტზე და ელექტრონულ წიგნში  მოვძებნეთ პროექტებით სწავლება. შემდეგ  D -დისკზე, ჩვენს მიერ შექმნილ ფაილებში გადმოვაკოპირეთ  პროექტისთვის საჭირო მასალა.დღევანდელ დღეს გავიარეთ პროექტებით სწავლების საწყისი ეტაპი.
ინტელის სასწავლო პროექტები