Wednesday, July 25, 2018
მე–9 დღის რეფლექსია
ტრენინგის მე–9 დღეს გადავამოწმეთ დრაივზე და შემდეგ ბლოგზე ატვირთული ჩვენი ნამუშევრები. შემდეგ კი მოვაწყეთ პრეზენტაციები. ტრენინგის მონაწილეებმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტები. ტრენინგის ბოლო დღე იყო ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი.
Thursday, July 19, 2018
მე–8 დღის რეფლექსია
ტრენინგის მე–8 დღეს გავეცანით მეშვიდე მოდულს–ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გადავხედეთ ჩვენს პორთფოლიოს და შევავსეთ პორთფოლიოს ჩეკლისტის მიხედვით. ავტვირთეთ დრაივზე და გადავიტანეთ ბლოგში.ტრენინგი იყო საინტერესო და შრომატევადი.
Friday, July 6, 2018
მე–7 დღის რეფლექსია
ტრნინგის მე–7 დღეს გავეცანით მე–6 მოდულს. სადაც მოცემულია დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის.შემდეგ შევედით რესურსებში და განვიხილეთ მოსწავლეთა მხარდამჭერი დოკუმეტები, სადაც მოცემულია მასალა მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე.გავეცანით აგრეთვე ტრენერის მიერ გამოგზავნილ სლაიდს თემაზე"სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი"
Wednesday, July 4, 2018
მე–6 დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღეს, მე–4 მოდულიდან, გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს. შემდეგ შევქმენით ჩვენი პროექტის მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი, რომელიც შედგება ბუკლეტისაგან, სამეცნიერო გზამკვლევისაგან, პრეზენტაცისაგან და ესეებისაგან. შევადგინეთ კითხვები რომელიც აუცილებელია პროექტის შექმნისათვის. გავეცანით აგრეთვე პროექტის შეფასების რუბრიკებს. შემდეგ ვებ–საიტების შეფასებები გადმოვიტანეთ დამხმარე ფაილში. ტრენინგი იყო საინტერესო და შრომატევადი.
Monday, July 2, 2018
მე–5 დღის რეფლექსია
მე–5 დღეს განვიხილეთ მესამე მოდული. დამხმარე ფაილში გადმოვიტანეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკების ნიმუშები. გავეცანით პრეზენტაციას - "საავტორო უფლებების ქაოსი". გადმოვწერეთ აგრეთვე გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი. drive-ში ავტვირთეთ პროექტის საქაღალდე. შემდეგ შევედით Google–ის დაუსათაურებელ ფორმებში. შევქმენით ტესტები და გავუგზავნეთ ერთმანეთს. ტრენინგი იყო საინტერესო ვისწავლე ბევრი ისეთი საკითხები, რომლებსაც ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვიყენებ.
Subscribe to:
Posts (Atom)