Friday, June 29, 2018
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეს გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკებს. გადავიტანეთ ჩვენი პროექტის გეგმის ნიმუშში შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. Power Point – ში პრეზენტაციისთვის გავაკეთეთ ხუთგვერდიანი სლაიდი. სლაიდებზე გადმოვიტანეთ ჩვენი პროექტის თემა, მიზანი, სამი ძირითადი შეკითხვა,პროექტის მიმდინარეობა და შეფასება. ტრენინგი იყო საინტერესო, ძალიან ბევრი რამ შვისწავლე.
Wednesday, June 27, 2018
მე–3 დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღეს ვისწავლეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. ncp.ge -დან გადმოვიტანეთ პროექტის შედეგები და ინდიკატორები. ასევე სესაბამისი გამჭოლი კომპეტენციები. შემდეგ ელექტრონული წიგნიდან შევუსაბამეთ 21 –საუკუნის სამი უნარ– ჩვევა. ელექტრონული წიგნიდან გადმოვიტანეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ასევე გადმოვიტანეთ "გონებრივი იერიშის" კითხვების ცხრილი და შევავსეთ. ტრენინგი იყო საინტერესო. ბევრი რამ ვისწავლეთ პროექტების გეგმების შედგენის შესახებ.
Friday, June 22, 2018
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღეს გავიმეორეთ პირველ დღეს ნასწავლი მასალა. შემდეგ გავეცანით პროექტების ნიმუშებს და შაბლონებში, ნიმუშის მიხედვით, შევქმენით ჩვენი პროექტის ბუკლეტები. ტრენინგი საინტერესო იყო იმიტომ რომ პირველად ვისწავლე ბუკლეტების შექმნა, რომელსაც შემდგომში აქტიურად გამოვიყენებ პროექტებით სწავლების დროს.
Wednesday, June 20, 2018
პირველი დღის რეფლექსია
20 ივნისს ჩაგვიტარდა "პროექტებით სწავლების" ტრენინგი. ტრენინგზე გავიხსენეთ ბლოგის შექმნა. გავხსენით ახალი ბლოგი. რომლის სახელიც არის "პროექტებით სწავლება". შემდეგ გავიხსენეთ ლინკის ჩასმა. D -დისკზე შევქმენით ფაილი–"პროექტებით სწავლება", შევქმენით ჩვენი პორტფოლიო და პორტფოლიოში კიდევ 6 ფაილი. შევედით tpdc.ge საიტზე და ელექტრონულ წიგნში მოვძებნეთ პროექტებით სწავლება. შემდეგ D -დისკზე, ჩვენს მიერ შექმნილ ფაილებში გადმოვაკოპირეთ პროექტისთვის საჭირო მასალა.დღევანდელ დღეს გავიარეთ პროექტებით სწავლების საწყისი ეტაპი.
Subscribe to:
Posts (Atom)